რეზონანსი
26.11.2026

სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები

სა­ბერ­ძნე­თის დე­და­ქა­ლაქ ათენ­ში, გუ­დის რა­ი­ონ­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა ჯგუ­ფი 17 წლის ბიჭს სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. თავ­დას­ხმის შე­დე­გად მო­ზარ­დმა სა­ხის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. მომ­ხდარ­ზე პო­ლი­ცი­ამ ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

შემ­თხვე­ვა შა­ბათს, 21 ნო­ემ­ბერს, აგი­ოს თო­მა­სის მო­ე­დან­ზე მოხ­და. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 13 და 17 წლის ფი­ლი­პი­ნე­ლი, 14 წლის ქარ­თვე­ლი და 13 წლის ალ­ბა­ნე­ლი მო­ზარ­დე­ბი. პო­ლი­ცია თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 წლის ბიჭი შეყ­ვა­რე­ბულ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მათ­თან ხუთი-ექ­ვსი ახალ­გაზ­რდა მი­ვი­და და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მო­ზარ­დი თან­მხლებ პირ­თა დაც­ვას შე­ე­ცა­და, რა­საც თავ­დას­ხმა მოჰ­ყვა. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას მუშ­ტე­ბი­თა და ფე­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ.

თავ­დამ­სხმე­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დის გზა­ზე გა­დაგ­დე­ბაც სცა­დეს, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ. ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მათ ბი­ჭის­თვის ფუ­ლის წარ­თმე­ვაც სურ­დათ.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად 17 წლის მო­ზარდს ცხვი­რი გა­უ­ტყდა და ერთი თვა­ლი მძი­მედ და­უ­ზი­ან­და. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობ­და მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხეც, თუმ­ცა ექი­მებ­მა თვა­ლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

და­შა­ვე­ბულს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა ექიმ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი კად­რე­ბი და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რიც გავ­რცელ­და. ჩა­ნა­წერ­ში ის­მის, რო­გორ ემუქ­რე­ბი­ან თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მო­ზარდს და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. მე­დი­ის ცნო­ბით, ძა­ლა­დო­ბის დროს მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­ხდარს უყუ­რებ­დნენ, თუმ­ცა თავ­დამ­სხმე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა არა­ვის უც­დია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა გახ­და - მო­ზარ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი კი 17 წლის ბიჭს წი­ნას­წარ ჩა­უ­საფ­რდნენ, რათა მის­თვის ან­გა­რი­ში გა­ეს­წო­რე­ბი­ნათ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ყა­ჩა­ღო­ბის მცდე­ლო­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე და­ა­კა­ვეს არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×