რეზონანსი
26.11.2026

 ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჰამიდრეზა ჰაჯიბაბაი სპარსეთის ყურის ზონიდან ნავთობის ექსპორტის სრული შეჩერებით დაიმუქრა.

პოლიტიკოსის განცხადებით, თუ ირანი საკუთარი ნავთობის ექსპორტს ვერ შეძლებს, რეგიონიდან ნავთობი საერთოდ აღარ გავა. მისი თქმით, აშშ-სთან დაპირისპირების ამჟამინდელი მასშტაბის ფონზე ერთადერთი სწორი გზა იქნება პრინციპის "ბლოკადა ბლოკადის სანაცვლოდ" გამოყენება. ეს კი გულისხმობს ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოებისთვის ჰორმუზის სრუტის პერიმეტრებზე ისეთი პრობლემების შექმნას, რაც ექსპორტის განხორციელებას შეუძლებელს გახდის.

ჰაჯიბაბაიმ რეგიონის ქვეყნები ღიად გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში ან სპარსეთის ყურის სხვა ნაწილში აშშ-ის დახმარების შემთხვევაში, ისლამური რესპუბლიკა მთელ ამ ტერიტორიას სამიზნედ აქცევს და ნებისმიერ ობიექტს გაანადგურებს.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეზე გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ნებისმიერ მცდელობას თეირანი თავდასხმის "ლეგიტიმურ სამიზნედ" განიხილავს, თუ ამ ნაბიჯის მიზანი ნავთობის ფასების შემცირება და აშშ-სა და ევროპის დახმარება იქნება. მისივე თქმით, ვინც აშშ-ის ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით მსგავს ნაბიჯს გადადგამს, ისლამურ რესპუბლიკასთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×