
ბათუმი არენაზე დაძაბულობაა - არსებული ინფორმაციით, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.
მანამდე თურქმა გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს და ანტიისრაელური შეძახილები დაიწყეს.
ამ ეტაპზე ზუსტდდება არიან თუ არა დაკავებულები.
ბათუმში ერთმანეთს საფეხბურთო გუნდები -თურქეთის "ბეშიქთაში" და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა" დაუპირისპირდებიან.
მატჩის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფას განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.