
რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის 19 ნოემბრის შეხვედრა კვლავ განხილვის საგანია. პირველი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულ მხარეს იმედგაცრუების საფუძველი გაუჩნდა - მოსკოვმა შვიდი ქართული კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ნაცვლად, კიდევ ორი კომპანიის სანქცირების განზრახვა დაადასტურა. „ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ შეხვედრის შედეგები ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულების მცდელობას აბათილებს, ხოლო ოპოზიცია მოლაპარაკებების თბილისსა და მოსკოვში შესაძლო გაგრძელებას დამატებით რისკებთან აკავშირებს.
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს თბილისს მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებისგან, შეიცვლება თუ არა რუსეთის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გეოგრაფია - ამ საკითხებზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსეთისგან დათმობების მოლოდინი თავიდანვე გადაჭარბებული იყო, რადგან კრემლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების შეცვლის განზრახვა არაერთხელ აქვს გამორიცხული.
მიიჩნევს, რომ შეხვედრის ადგილი მოლაპარაკებების შინაარსზე გავლენას არ ახდენს, თუმცა თბილისში მისი გამართვის შემთხვევაში ოპოზიცია საპროტესტო აქციების ორგანიზებას შეეცდება.
„რეზონანსი": ზურაბაშვილი-გალუზინის 19 ნოემბრის პირველი შეხვედრით ქართული მხარე იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა, ზურაბაშვილის თქმით, 7 ქართული კომპანიისთვის დაწესებული აკრძალვების უკან გაწვევის ნაცვლად, რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა კიდევ ორი ქართულ კომპანიის სანქცირების განზრახვა. თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს მოულოდნელობა და რა არის ამის მიზეზი?
პეტრე მამრაძე: ჩემთვის ეს არ იყო არანაირად მოულოდნელობა. ადრეც ვაფრთხილებდი ყველას და ახლაც, რომ არავითარ შემთხვევაში ჭარბი მოლოდინი არ შეიძლება, რადგან კრემლი არანაირად არ ფიქრობს, რომ თავისი პოზიცია იოტისოდენად მაინც შეცვალოს.უმაღლეს დონეზე ბევრჯერ თქვეს იგივე ლავროვმა, კარასინმა, არავითარ შემთხვევაში არ გავაბათილებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ვცანით აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა, არა მარტო ვცანით, არამედ ხელშეკრულებები დავდეთ, მათი დიდი ნაწილი ჩვენი მოქალაქეა, იქ ჩვენი ჯარი და ბაზები დგას და ა.შ.
- „ადრეც ვაფრთხილებდი ყველას და ახლაც, რომ არავითარ შემთხვევაში ჭარბი მოლოდინი არ შეიძლება, რადგან კრემლი არანაირად არ ფიქრობს, რომ თავისი პოზიცია იოტისოდენად მაინც შეცვალოს"
ძნელად წარმომიდგენია, რომ კონკრეტულ პროდუქციაზე უცებ რატომღაც გაფუჭებულიყო ხარისხი. მე ვიცი სხვა პრეცედენტები სხვა ქვეყნებთან - დაუმტკიცებიათ, რომ აგერ ჩვენი ხარისხი და გაკეთებულა საერთაშორისო არბიტრაჟში. ეს მუშაობა საჭიროა, მაგრამ ის, რომ არავითარი შეღავათი არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ვიცოდი.
„რ": „ქართული ოცნების" შეფასებით, მინსკის შეხვედრის შედეგები და გახმაურებული დეტალები მთლიანად ანგრევს ოპოზიციის მცდელობას, რომ „ოცნება" პრორუსულ ძალად წარმოაჩინოს, ეს რამდენად რელევანტური შეფასებაა?
პ.მ.: ობიექტური ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ანგრევს. გვახსოვს თუნდაც „ოცნების" მოსვლის შემდეგ ბორდერიზაცია და მავთულხლართების გადმოწევა - ამას არანაირი ჟენევის შეხვედრები თუ კონტაქტები არ შველოდა. რა დონის ბინძური ცილისწამებაა „ნაცების" და მათთან ასოცირებული ძალების მხრიდან, ამ ხელისუფლებას პრორუსულობას აბრალებენ, როცა სააკაშვილმა - კაგებეს ჯარების ეფრეიტორმა და ბიძამისმა, რომელსაც რუსული პრესა მხოლოდ კაგებეს გენერლად მოიხსენიებდა, ტერიტორიები კრემლს ლანგარზე მიართვეს. ახლა ესენი საქართველოს ხელისუფლებას უნდა აკრიტიკებდნენ?
ახლაც დუბლინში მოაწერა ხელი კობახიძემ, სადაც აგრესია სასტიკად დაგმობილია. კონსტიტუციაში ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა ჩაიწერა და „ნაცებმა" ხმა არ მისცეს. მათ შემთხვევაში პატრიოტიზმი არის ნაძირალების თავშესაფარი.
„რ": ითქვა, რომ 19 ნოემბრის შეხვედრამ შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა. პრემიერმა კობახიძემაც განაცხადა, რომ შეხვედრები შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც და ეს არავითარ რისკს არ ქმნის, ოპოზიცია კი ამბობს, რომ შეხვედრის თბილისში გადმოტანა რუსეთთან დათმობაზე წასვლას მიანიშნებს და შესაძლოა, დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხიც დადგეს. თქვენ როგორ უყურებთ შეხვედრების დედაქალაქებში გადატანას?
პ.მ.: გეოგრაფიას თავისთავად არავითარი მნიშვნელობა აქვს. ერთადერთი, რაც იქნება, თბილისში რომ ჩატარდეს, ესენი ხალხს მაქსიმალურად დარაზმავენ, რა თქმა უნდა, დიდ ფულსაც დახარჯავენ ამისთვის. 1-2 ათასი კაცის შეკრება ყოველთვის შეუძლიათ ცოტა ხნით. ფულის დახარჯვით მოაწყობენ რაღაცა ასეთ პროტესტებს და უბედურებას ისე, როგორც პოზნერის ვიზიტის დროს გააკეთეს - ის ამერიკისა და საფრანგეთის მოქალაქეცაა, ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია, მაგრამ არაფერი არ დაინდეს და გავარდნენ, აი, ჩამოვიდა რუსი ჟურნალისტიო. ამას მოაწყობენ, თორემ შეხვედრის ადგილი არსებითად არ მოქმედებს მოლაპარაკებებზე.