რეზონანსი
27.11.2026

ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსულ მხარესთან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ღვინის კომპანიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.

„ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×