
რუმინეთი ნატო-ს ჰიბრიდული თავდასხმების მოგერიებაში დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დან ნეკუაელკუმ განაცხადა.
ნეკულაესკუს თქმით, ჰიბრიდულმა თავდასხმება შეიძლება სამხედრო, ეკონომიკური, სადაზვერვო ან პროპაგანდისტული ოპერაციების ფორმა მიიღოს, ნაწილი კი შესაძლოა იყოს კიბერთავდასხმები ან დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას შეეცდება.
ნეკულაესკუმ აღნიშნა, რომ აქამდე, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებში, ეს ეროვნული საკითხი იყო.
“როგორც მინიმუმ ვითარების საერთო სურათი გვჭირდება და სისტემატურად უნდა მოვძებნოთ კავშირები. არიან თუ არა იგივე აქტორები თავდასხმების უკან გერმანიაში, ესტონეთში ან რუმინეთში?” - განაცხადა ნეკუაელსკუმ.
მისი თქმით, რუსეთი შავ ზღვაზე ექსკლუზიური კონტროლის მოპოვებას ცდილობს.
“[რუსეთის აზრით] სხვა არავინ არ უნდა იყოს იქ. თუმცა, ჩვენ იქ ვართ: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები. თავდაცვის უფლება გვაქვს, მაგრამ ასევე მშვიდობის უფლება გვაქვს,” - განაცხადა ნეკულაესკუმ და აღნიშნა, რომ შავი ზღვა ევროპული უსაფრთხოების სუსტი წერტილი ხდება.