
ცოტა ხნის წინ, ნატა ვიბილიანსა და მის ადვოკატებს შორის განხეთქილება მოხდა და ყველა ადვოკატმა, რომლებიც სრულიად უანგაროდ იცავდნენ ძალადობის მსხვერპლს, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ახლა კი ნატა ვიბლიანმა პოზიცია შეიცვალა და ტარიელ კაკაბაძეს უკან უხმობს:
„მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი. გარკვეული საკითხები განვიხილეთ და ბევრი რამ გავარკვიეთ.
ამ საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ კაკაბაძის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. შემიყვანეს შეცდომაში!
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ბატონ ტარიელს ჩემთვის არ უღალატია და მისთვის ადვოკატის უფლებამოსილება არ შემიწყვეტია.
ჩემი აზრით, მას მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა გაეგრძელებინა. როცა მას დავუფიქსირე აცილება, ის იძულებული იყო საქმეს ჩამოცოლებოდა. ის თავისი სურვილით არ გასულა საქმიდან, მე ავიცილე შეცდომით.
კვლავ ვაცხადებ რომ ბატონი ტარიელი ერთგულად მიცავდა.
დღეს კი ვისურვებდი, კვლავ ჩაერთოს ჩემს საქმეში და გააგრძელოს ის სამართლებრივი საქმიანობა, რომელიც საჭიროა სიმართლის დასადგენად.
მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა სხვისი გავლენით.
მადლობა ბატონ ტარიელს გულწრფელი საუბრისა და გარკვეული საკითხების განმარტებისთვის“ - დაწერა ნატა ვიბლიანმა სოციალურ ქსელში.