
კომპანია Adobe-ის პროგნოზით, აშშ-ში 2026 წლის სადღესასწაულო სავაჭრო სეზონზე ონლაინგაყიდვების მოცულობა რეკორდულ 275,1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
მადლიერების დღეს ამერიკელებმა ონლაინშესყიდვებზე 7,1 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10,4%-ით მეტია.
პროგნოზის თანახმად, „შავ პარასკევს“ ონლაინგაყიდვების მოცულობა 12,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9,2%-იანი ზრდაა.
„კიბერორშაბათს“ კი ონლაინგაყიდვების მოცულობა, სავარაუდოდ, 15,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 6,2%-ით მეტია. ამგვარად, ისტორიაში პირველად, ერთ დღეში ონლაინგაყიდვების მოცულობა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ამასთან, იზრდება გადახდის სერვისის - „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ (Buy Now, Pay Later - BNPL) პოპულარობაც. პროგნოზის მიხედვით, აღნიშნული სერვისის გამოყენებით განხორციელებული შესყიდვების მოცულობა წლიურად 6,6%-ით გაიზრდება.