რეზონანსი
29.11.2026

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მავ­ნებ­ლო­ბად მი­იჩ­ნევს იმ ფაქტს, რომ გუ­შინ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

ამჯერად ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გიგა ბო­კე­რი­ას შე­სა­ხებ წერს:

"ბავ­შვე­ბო, ახლა რომ წინა ხაზ­ზე ხართ, მა­შინ იმ­დე­ნად პა­ტა­რე­ბი იყა­ვით უბ­რა­ლოდ ბევ­რი რამ არ გე­ცო­დი­ნე­ბათ.

მი­შას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, რამ­დე­ნი­მე “გავ­ლე­ნი­ა­ნი” ადა­მი­ა­ნი იყო.

რას ნიშ­ნავ­და ეს გავ­ლე­ნე­ბი.

თუ ბი­ძი­ნას მონა ვე­ზი­რე­ბი ჰყავს, მი­შას ქვეყ­ნის მარ­თვის სხვა სის­ტე­მა ჰქონ­და. ძლი­ერ, კომ­პე­ტენ­ტურ, მცოდ­ნე, რის­კი­ან ტი­პებს ირ­ჩევ­და და სფე­რო­ებს ბო­ლომ­დე ან­დობ­და.

მა­გა­ლი­თად, ზურა ადე­იშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ვა­ნოს პო­ლი­ცია, კე­ზე­რას და მერე ბა­ჩოს თავ­დაც­ვა, და­სა­წყის­ში ბა­ჩოს ციხე, ბენ­დუს რე­ფორ­მე­ბი, ნიკა რუ­რუ­ას მა­შინ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მი­ნის­ტრი იყო.

ვი­ღა­ცე­ბი რა თქმა უნდა გა­მომ­რჩე­ბი­ან, მაგ­რამ ვე­რაფ­რით გა­მოვ­ტო­ვებ გიგა ბო­კე­რი­ას რო­მე­ლიც იყო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი 2013 წლის ბოლო წა­მამ­დე, ვიდ­რე მიშა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო.

მო­დით ჩავ­ხე­დოთ რა ება­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გი­გას. (არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­საც მო­გიყ­ვე­ბით)

თავ­დაც­ვა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი.

ძა­ლო­ვა­ნი და სა­დაზ­ვერ­ვო უწყე­ბე­ბი.

სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბე­ბი, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დაზ­ვერ­ვის გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა.

სა­გა­რეო უსაფრ­თხო­ე­ბა.

კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ანუ ყვე­ლა ის თემა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე მეტი პრე­ტენ­ზია და შავი ღრუ­ბე­ლი არ­სე­ბობ­და.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად- მე­დი­ის კონ­ტრო­ლი. ლო­ბის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რიც.

ასე­ვე, იყო მი­შას კარ­ზე ტოპ გავ­ლე­ნი­ან 5 კაცს შო­რის და მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბო­და იმ მა­გი­დას­თან, რო­მელ­თა­ნაც ის იჯდა.

მა­შინ როცა ყვე­ლა და­ი­ჭი­რეს, და­ა­კა­ვეს, გა­აქ­ცი­ეს, ტიპი ტრო­ტუ­არ­ზე დგო­მის­თვი­საც კი, ერთხე­ლაც არაა და­კა­ვე­ბუ­ლი და უფრო მე­ტიც, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლიც კი:)

ამი­ტომ, როცა ზღაპ­რებს მო­ის­მენთ არა მი­შას კამ­პა­ნი­ა­ზე, გახ­სოვ­დეთ, ამას ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­შას­თან ერ­თად იღებ­და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბოლო წუ­თამ­დე და თქვენ უბ­რა­ლოდ გა@@ებენ.

დღეს, როცა ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ას თავს ეს­ხმი­ან, იცო­დეთ, 2012 წლამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში დაბ­ლოკ­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სწო­რედ გიგა იყო...

ასე­ვე, რომ იცო­დეთ, მე­დია კონ­ტრო­ლი ება­რა მის ოჯა­ხის წევ­რსაც, რო­მე­ლიც გვი­რე­კავ­და და გვა­ბუ­ლინ­გებ­და სტუმ­რებ­ზე...“ - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×