რეზონანსი
01.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს საელჩოსთან დუშინ მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ქმედება და პროვოკაცია იყო.

„ანრი ოხანაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს და დანაშაული ჩადენილი იყო ვატო წერეთლის მხრიდან, როდესაც მანდატის მქონე, არჩეულ პირს შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან კარგი იქნება, თუ კადრები გასაჯაროვდება, რაზეც ორივე მხარე თანახმაა. როცა პროვოკაცია მოხდა, პირველ ეტაპზე ანრი ოხანაშვილი თავშეკავებული იყო. შემდეგ ოხანაშვილი წერეთელთან მივიდა და ჰკითხა, რატომ აგინა, რატომ მიაყენა შეურაცხყოფა, რაზეც მისი მხრიდან იყო რეაგირება - გინება და ხელის შემორტყმა. მას ხელი ანრიმაც მოუქნია, რაც პროპორციული ქმედება იყო. ისინი შემდეგ ერთმანეთისგან გავაშველე. შემდეგ წერეთელმა ჭიქა ლევან მგალობლიშვილს ესროლა. ეს ყველაფერი უღირსი და მიუღებელი საქციელია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას" ჰქონდა ადგილი. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×