რეზონანსი
07.07.2022

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ „მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკმარისი არაა და დეპოლარიზაციისთვის სახელისუფლებო არხებმა სივრცე უნდა გახსნან ოპოზიციისთვის და ასევე ოპოზიციურმა არხებმა უნდა მიიწვიონ ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მოვისმინე როგორ წარმოუდგენიათ მათ დეპოლარიზაცია და ისინი ამბობენ, რომ შეიქმნას რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს, აღრიცხავს ტექნიკური პროგრამის საშუალებით, ვინ რა სიძულვილის ენა გამოიყენა და როდის გამოიყენა და მერე ეს გახადონ საჯარო.

მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა და მე ვუთხარი, რომ გახსნან სახელისუფლებო არხებმა სივრცე ოპოზიციისთვის და ოპოზიციურმა არხებმა მიიწვიონ ხელისუფლების წარმომადგენლები და დაიწყოს რეალურად დებატები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს იმას, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს, მით უმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილისგან ერთ-ერთ ბრიფინგზე მოვისმინეთ, რომ მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციურ ტელევიზიებზე დებატებში. როცა ადამიანები ლაპარაკობენ ერთმანეთში იქ როგორც წესი არის კონფლიქტი, მაგრამ ეს გამონაკლისია და უფრო მეტად არის დისკუსია და რაღაც შედეგზე საბოლოოდ გადიან. თუ არ ლაპარაკობ შენს ოპონენტთან, არ არსებობს რამე შეთანხმებას მიაღწიო. მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც თვლის, რომ ვიღაცას არ უნდა დაელაპარაკოს, ვიღაცას უნდა გაებუტოს, ვიღაცის მიმართ ზურგით უნდა დადგეს, შეიძლება ეს გააკეთო ბაღის ასაკში და არა პარლამენტში, როცა პოლიტიკის კეთებაზე გაქვს პრეტენზია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×