რეზონანსი
07.07.2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ჯარების ქვედანაყოფები ამჟამად ატარებენ „ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად".

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას საბრძოლო მისიის შემსრულებელ ქვედანაყოფებში, ზომები მიიღება საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად. სამხედროებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ", - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საველე პუნქტებზე მიმდინარეობს სამხედრო მანქანების გეგმური მოვლა.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მოახსენა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების წარმატებით განხორციელებული ოპერაციის შესახებ, რაზეც კრემლის ხელმძღვანელმა შოიგუს სამხედროებს დასვენებისკენ მოუწოდა, მაგრამ მან მხოლოდ იმ ქვედანაყოფებზე აღნიშნა, რომლებმაც ლისიჩანსკის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×