რეზონანსი
13.07.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა".

„ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, ის შეჩერებული იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×