რეზონანსი
14.07.2022

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე საქართველოს სეისმური საფრთხის რუკას აქვეყნებს და წერს:

„მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა.

მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.

სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5)ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ.

ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება.

ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარავინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია.“ – აცხადებს სეისმოლოგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×