რეზონანსი
14.07.2022

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. სხდომაზე ამ წუთებში დასკვნით სიტყვას ადვოკატი ამბობს.

სულ ბრალდებულია 3 პირი. აქედან ორს - ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მესამე პირს კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. სიტყვის უფლებით მხოლოდ მან ისარგებლა დღეს სასამართლოზე და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს და მომხდარს გაუგებრობას უკავშირებს.

არასაკმარის მტკიცებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას ადვოკატები. დაკავებულების ინტერესების დამცველები ასევე ამბობენ იმასაც, რომ ოფიციალური ვერსია მოტივთან დაკავშირებით არ არსებობს, შესაბამისად ჩნდება კითხვა რატომ უნდა ჩაედინათ დანაშაული ბრალდებულებს. მათი თქმით, არსებული ინტერესებიდან გამომდინარე, მათ აქვთ იმედი, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ბრალდებას დღეს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა "კურიერთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ მყარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ დღეს მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

რუსეთის მოქალაქე, 25 წლის ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს. დანაშაულის ოფიციალური მოტივი არ გავრცელებულა, თუმცა საქმე მიმდინარეობს ასევე შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არაა გამორიცხული სხვა პირების დანაშაულის გამოკვეთოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×