რეზონანსი
14.07.2022

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ქობულეთის საერთაშორისო სკოლა-ბანაკში „სამშობლო" ორი კვირით (ივლისსა და აგვისტოში) 200 უკრაინელი მოზარდი მშობლებთან ერთად დასასვენებლად მიიწვიეს.

„ბანაკში გარდა დასვენებისა, ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ცეკვა, სიმღერა, ეწყობა ექსკურსიები და სპორტული შეჯიბრებები.

თანადგომისთვის მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ბიზნესმენებს: თემურ ჭყონიას, ზაზა გოგოტიშვილს და თენგიზ ბაკურიძეს. ღმერთმა მშვიდობა ჰყოს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში!" - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×