რეზონანსი
14.07.2022

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი, რაც ირანს შეაჩერებს, არის იმის ცოდნა, რომ თუ ისინი განაგრძობენ ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი სამყარო ძალას გამოიყენებს.

„ეს არ უნდა იყოს ბლეფი, არამედ რეალური. ირანის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ გააგრძელებს მსოფლიოს მოტყუებას, მძიმე ფასს გადაიხდის. ის, რომ დღეს აქ ვდგავარ, თავისთავად არ მომხდარა. გაკვეთილი ვისწავლეთ, ბატონო პრეზიდენტო. ისრაელი ყოველთვის უნდა იყოს ძლიერი, თავისუფალი და უსაფრთხო, ძლიერი არმიით, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა ლაპიდმა.

იაირ ლაპიდმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მეგობრობის, ისრაელისადმი ერთგულებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობას „ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი" უწოდა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღიად არ დაეთანხმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საუკეთესო გზა დიპლომატიაა. პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა იაირ ლაპიდს უთხრა, რომ ვაშინგტონს არ სურს, გაკვირვებული იყოს ისრაელის განცხადებებით ახალი დასახლებების აშენების შესახებ.

„არსებობს აშშ-ის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მტკიცე ვალდებულება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელი შეძლებს თავის დაცვას", - განაცხადა ბაიდენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×