რეზონანსი
14.07.2022

რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმგრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩვენთვის გეგმა დარჩა გეგმად, რეკომენდაციები - რეკომენდაციებად, რომელთა შესრულებაც უკვე დაწყებულია. ფაქტობრივად, ყოველდღიურად იმართება შეხვედრები შესაბამის კომიტეტებსა და ჯგუფებში. საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს არასამთავრობოებისა და ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ჩართულია ამ სამუშაო პროცესში. პროცესში ოპოზიციის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოვუწოდებ ყველა ჩემ კოლეგას როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემოუერთდნენ ამ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაგვივადა ჩვენ რეკომენდაციების შესრულების ვადა ევროკავშირმა პლიუს ერთი წლით, სადღაც 2023 წლის შემოდგომამდე გვაქვს ვადა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დროში გავწელოთ ხელოვნურად რეკომენდაციების შესრულება. როგორც აღვნიშნე, რეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში გადავა, როგორც კი დაიწყება საშემოდგომო სესია. სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ უკვე რამდენიმე კანონ-პროექტი გვექნება მომზადებული მისაღებად, რასაც შესაბამის კომიტეტებში მოჰყვება ბჭობა. როგორც კი პირველი მოსმენით მივიღებთ ამ კანონ-პროექტებს, მყისიერად გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში შესაბამისი სამართლებრივი ექსპერიზისთვის, იმ თხოვნით, რომ იქნებ დაჩქარდეს ექსპერტიზა, რომ დროზე დაგვიბრუნდეს ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებული კანონ-პროექტები, რათა წლის ბოლომდე იყოს ეს კანონ-პროექტები მიღებული. ყველა რეკომენდაცია უკლებლივ შესრულდება და ჩვენ არ ვაპირებთ დროში გავწელოთ ამ რეკომენდაციების შესრულება", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×