რეზონანსი
14.07.2022

დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია , - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ ელოდება მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებს და ამიტომ ხომ არ გააქტიურდა განცხადებები ივანიშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია თავად ქმნის და იმ კუთხით აჟღერებს ინფორმაციას, როგორც თავად სურს.

"არანაირი დასანქცირება არ იგეგმება და ამას არ გააჩნია არანაირი საფუძველი. ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ჯგუფი შეიქმნა ერმაკისა და მაკფოლის თანავმჯდომარეობით, ამერიკის კონგრესიდან განცხადებაც მოჰყვა. ერმაკი შეიძლება საერთოდ „ეფესბეზე" მუშაობს და ამაზე შეკითხვა არავის დაბადებია, რატომ თქვა ეს კონგრესმენმა, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინის საკითხების სამუშაო ჯგუფს კონგრესში. ასე რომ, როგორც უხარია რადიკალურ ოპოზიციას, ისე აჟღერებს სიტუაციას, იმ კუთხიდან ქმნის, თვითონვე ქმნის მოთხრობებს, ამ მოთხრობებზე კითხვებსაც იგონებს და პასუხებსაც თვითონ სცემს, არანაირი წინაპირობა დასანქცირებას არ გააჩნია და ასეთი სიხარული არც უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×