რეზონანსი
19.07.2022

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სოსო გოგაშვილის 8 ბინასა და 4 ავტომობილში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, "კურიერისთვის" კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი. საუბარია კიდევ ერთ უძრავ ქონებაზე, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში გოგაშვილების ოჯახს ეკუთვნის.

"კურიერის" ინფორმაციით, 2020 წელს სოსო გოგაშვილი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა, რომელიც ახლა უკრაინის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანია.

"კურიერის "ინფორმაციით, გოგაშვილმა ლორთქიფანიძეს გარკვეული ინფორმაცია გადასცა, რის სანაცვლოდაც მას სიღნაღში სასტუმრო "ხირსა" გადაუფორმეს.

სასტუმრო გოგაშვილების ოჯახს საჩუქრად ბექა პაატაშვილმა და კახა ნინუამ გადასცეს, რომლებიც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორები არიან.

იმას, რომ სასტუმრო "ხირსა" მის სახელზეა გადაფორმებული "კურიერთან" ადასტურებს სოსო გოგაშვილის შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი. თუმცა ემოციური ფონის გამო დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და პასუხებისთვის ადვოკატებთან ამისამართებს.

წყარო: "რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×