რეზონანსი
19.07.2022

უკრაინული კანონის გაცნობის შედეგად, შესაძლოა, რაიმე საყურადღებო იქნას ნაპოვნი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

" დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მარტივად დგას საკითხი, სამ ქვეყანას მისცეს ეს რეკომენდაცია. უკრაინა განსხვავდება ერთი რამით, რომ მას ეს კანონი მიღებული აქვს, მათ მიმართ რეკომენდაცია იყო, რომ მიღებული კანონის იმპლემენტაცია მოხდეს. ე.ი. მყარი ნიადაგი აქვს ვარაუდს, რომ ამ კანონის გაცნობა მაინც მოხდეს, ამ კანონზე დაყრდნობით, შეიძლება საყურადღებო, მნიშვნელოვანი და კარგი იქნას ნაპოვნი და ამის შემდეგ იქნას მიღებული ან არმიღებული.

მაბრალებს ვიღაც, რომ დაგეგმილია ამის ( უკრაინული კანონის) კოპირება, ტყუილია ეს ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მან დღეს პარლამენტში არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, მათ შორის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების ნაწილია.

"ვფიქრობ,რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო, ყველა საკითხს უნდა ახლდეს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ეს ამ რეკომენდაციების ერთ- ერთ პუნქტსაც წარმოადგენს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ფორმატებზე მეტი ყურადღების გამახვილება, ინსტრუმენტების გამართვა, რომ რაც შეიძლება სრულფასოვანი იყოს ინკლუზიურობის ხარისხი, რაც კარგი წინაპირობაა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

რაც შეეხება დეტალებს ცალკეულ საკითხებზე, ასეთი ამ ეტაპზე არც გამოკვეთილა, რაზეც შეიძლება ხაზი გამესვა, როგორც რეზულტატზე. მთავარია ინკლუზიურობის ხარისხი არის გაზრდილი, ნაყოფიერი და ეს პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×