რეზონანსი
24.07.2022

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 70 წლის ქალს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. თუმცა, ზუსტად რა დროისთვის წარუდგენენ მას ბრალს, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

დაკავებულ ქალს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა სოფელ კირბში მოხდა, თანასოფლელებს შორის უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა. მოკლული 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახი კი თვლის, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს და მუხლიც გადაკვალიფიცირდეს.

70 წლამდე ქალი დაკავებულია და იზოლატორშია გადაყვანილი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახში თვლიან, რომ ბრალდებულ პირთა წრე უნდა გაიზარდოს, ვინაიდან მათი თქმით, ლევან გვიმრაძეს თავდაპირველად დაზიანებები დაკავებულის შვილმა მიაყენა.

"გადმომხტარან იქ, მუშები ჰყავდა იმ ბიჭს, ისინიც წამოსულან. არ ვიცი რა გააკეთა ამ ბავშვმა ისეთი, რომ ყველა იერიშზე წამოსულა. ამასაც რა ვიცი, ინსტიქტურად მოვიქნიე თოხიო, 5 ერთზე მოდიოდაო... ნაცემი იყო. 7 დღე ებრძოლა, მე მატყუებდნენ, ძალით ვაძინებთო, თურმე კომაში ყოფილა ბავშვი", - ამბობს გარდაცვლილის დედა, თამარ ქობულაშვილი.

70 წლის ქალის შვილის დაკავებას ითხოვს სოფლის მოსახლეობაც. ამბობენ, რომ კონფლიქტი სწორედ მან წამოიწყო.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×