რეზონანსი
27.07.2022

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მისამართით თავდასხმა არ ყოფილა და მათთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თავდასხმა რა შუაშია? ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა? ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, როგორც თვითონ ხედავს და როგორც თვითონ მიაჩნია. მე რას ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. თქვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონდეთ, მე შეიძლება განსხვავებული, ამ ადამიანს განსხვავებული.

თავდასხმა სად იყო? ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ რას ეძახით თავდასხმას? ეს თქვენ ცდილობთ რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია ელჩთან მიმართებით აკეთებდა, თავდასხმა იყო, რასაც ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდა. ეს არის თავდასხმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამოიღეთ და ნახეთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×