რეზონანსი
08.08.2022

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმის სასამართლო მიმდინარეობს. მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ადვოკატი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. დაჭრა პარასკევს მოხდა, კლინიკა "კანვენში" ექიმმა საკუთარ უფროსს იარაღიდან ესროლა.

"პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისათვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას არ დავეთანხმებით და სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ფაქტს აბსოლუტურად ზედმიწევნით ყვება - როგორ შევიდა, როგორ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, როგორ განახორციელა გასროლა, ამ ყველაფერს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან ისროლა დაშინების მიზნით, ბრალს არ ეთანხმება განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში,"- აცხადებს თეიმურაზ ბეჟანიძის ადვოკატი კახა შონია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×