რეზონანსი
18.08.2022

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სსაარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ „დაბლოკვა“ არის ლუსტრაცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამუშაო პროცესი ილუზიაა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად და პროცესი იმიტაციისთვის სჭირდება.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების" ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ეს არის ნათელი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს პროცესი სჭირდებათ იმიტაციისთვის, რომ შექმნან ილუზია თითქოს იმუშავეს, ყველაფერი გააკეთეს და ევროპამ უსამართლოდ უარი გვითხრა კანდიდატის სტატუსზე.

ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფები გახსნილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის 12- პუნქტიან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ "სამართლიან არჩევნებთან" და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა მათი წინადადება იქნება ასახული და გაზიარებული ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტებში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×