ელზა პაპოშვილი
18.08.2022

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს, მას ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა  17 აგვისტოს მოხდა. ის სახლში გარდაცვლილი მეზობელმა იპოვა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა. ხოლო რამდენიმე დღის წინ გოგო ახალციხეში გააცილა და სახლში დაბრუნდა. მას შემდეგ მეზობლებმა ვეღარ დაინახეს, ამიტომ მისი მოკითხვა გადაწყვიტეს. 

სავარაუდოდ, ის ტელეფონზე შვილსაც არ პასუხობდა, ამიტომაც ემზობლებმა სახლში შესვლა გადაწყვიტეს. კარი ღია დახვდათ, ხოლო საძინებელში 50 წლის ქალი ყელგამოჭრილი ნახეს. 

როგორც ისინი ამბობენ, ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. ფაქტიურად სისხლად იყო დაცლილი. ერთ-ერთი ვერსიით მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მკურნალობდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მან შვილის სახლიდან გაცილების შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა. თუმცა, მეზობლები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. 

„რამდენიმე დღის წინ შვილი სახლიდან ახალციხეში გააცილა. ამის შემდეგ ის მეზობლებს აღარ დაუნახიათ. როგორც ჩანს შვილიც ვერ დაეკონტაქტა და მეზობლებს დაურეკა. მათ მისი ძებნა დაიწყეს. სახლის კარი ღია დახვადთ. ბინაში შესვლის შემდეგ ის საძინებელში უკვე გარადცვლილი იპოვეს. 

„მე გავიქეცი ესევე პოლიციაში და ასევე სასწაფოშიც დავრეკეთ. სასწრაფო, რომ მოვიდა მათ თქვეეს, რომ ჭრილობა ყელის არეში აქვს და უკვე დიდი ხნის გარდაცვლილიაო. მეზობლები მთელი დღე პოლიციაში გამოკითხვაზე ვიყავით. 

„ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მას ჯამრთელობის გარკვეული პრბლემები ჰქონდა. ამიტომ მკურნალობდა, არაა გამორიცხული, რომ თავი მოიკლა. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მოეკლათ. უბრალოდ რატომ უნად მოეკლათ, ამას ვერ ვფიქრობთ. ფული მას არ ჰქონდა და არც მტრები ჰყავდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო და მეზობლებთანაც კარგი ურთიერთობაა ჰქონდა. ამბობდა, რომ ცუდად იყო, დეპრესია ჰქონდა და ექიმებთან დადიოდა. წამლებს სვამდა და რა მოხდა რთული სათქმელია“, - ჰყვება „რეზონანსთან“ გარდაცვლილი ქალის მეზობელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×