ელზა პაპოშვილი
19.08.2022

ქვემო ქართლში სოფელ ავლევში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან 30 წლამდე ქალი მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცმა ამის შესახებ სოფლის მცხოვრებლებს თავად უთხრა. მათ ქალი თივის ზვინში უკვე მკვდარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ხელით არის გაგუდული. 

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი კახეთიდან, ყვარლიდან იყო. მოკლული ქალის დედის სახლში, სოფელ ქარელში  ცხოვრობდნენ. მათ ერთმანეთ, თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის დროს გაიცნეს. ირკვევა, რომ მსხვერპლიც და მკვლელიც მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი დედასთან ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და წამლებსაც ოჯახის მეთვალყურეობის  ქვეშ იღებდნენ. 

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია და ის ჩადენილ ბრალს აღიარებს. 34 წლის მამაკაცს 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ერთად ცხოვრობდნენ ქალის ოჯახში. მშვიდად და წყნარად იყვნენ. როგორც ვიცით მედიკამენტებს იღებდნენ და რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონიათ. ამბობდნენ, რომ ერთმანეთი  თბილისში, მკურნალობის  დროს გავიცანითო. გოგოც და ბიჭიც ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურანლობდნენ.  

„სოფელ ავლევში სოფლის მეურნეობაში მუშაობდნენ. აქ ბაღებში ეძინათ. გუშინ ბიჭს ადგილობრივისთვის უთქვამს, რომ ცოლი მოვკალი და თივის ზვინშიაო. ამ კაცმა პოლიციაში დარეკა და პოლიციაც მალევე მოვიდა. ქალი ნამდვილად გარდაცვლილი იპოვეს. ამბობს, რომ ვიჩხუბეთ და ხელით გავგუდეო. ბიჭი აქაური არაა, კახეთიდან არის, მგონი ყვარლიდან“,  - უყვება სოფლის მცხოვრები „რეზონანსს“.  

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×