ელზა პაპოშვილი
20.08.2022

სასტიკი მკვლელობა სოფელ ყიჯილაზლოში - 31 წლის ახალგაზრდა საკუთრმა მეზობელმა სახლის წინ მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 37 წლის მამაკაცმა მოკლული სახლიდან გამთენიისას გამოიყვანა და გულ-მკერდის არეში დანა 4-ჯერ ჩაარტყა. ბიჭი საკუთარი სახლის წინ სისხლისგან დაიცალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეზობლებს შორის დაპირისპირება სამი წლის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. 31  წლის ილქინ ასლანოვი 37 რამინ გაბიტოვმა ნასვამ მდგომარეობაში საქმის გარჩევის დროს სახლის წინ  მოკლა. 

„სახლში ღამის 3 საათზე დაურეკა. უთხრა გარეთ გასულიყო, რადგან საქმე ჰქონდა. გარეთ გამოსულს კი მთვრალი რამინი დახვდა. არც უჩხუბიათ და არც არაფერი, მაშინვე გულში დანა 4-ჯერ ჩაარტყა. კართან ასე დააგდო და სისხლად იცლებოდა. 

„როცა ცოლმა გაიღვიძა და ქმარი ვერ ნახა, მამამთილთან ერთად მისი ძებნა დაიწყეს. გარეთ გამოსულებს კი ეზოს წინ მომაკვდავი დახვდათ. სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. 

„ამბობენ, რომ მკვლელობა ეჭვინობის ნიადაგზე მოხდა. ეს ბიჭები უკვე სამი წელია ერთმანთეს არ ელაპარაკებიან. მუდმივად რაღაც კონფლქიტი ჰქონდათ. ზუსტად დეტალები არავინ იცის“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მოკლული და მკვლელობააში ბრალდებულის კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენამდე ილქინი და რამინი მეზობლის ქორწილში რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ. მათ შორის კიდევ ერთი უთანხმოება სუფრასთან მოხდა, რომელიც მასპინძლებმა გამუხტეს. ამის შემდეგ ორივე მათგანი სახლში წავიდა.

„მათ შორის დაპირისპირების  მიზეზი ეჭვიანობა იყო. მკვლელი მეზობელს ცოლთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა. ამის გამო ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ და ერთად სადმე მოხვედრასაც ერიდებოდნენ. 

„არ ვიცი რა მოხდა ქორწილში. ამ ბიჭმა რომ დაინახა მეზობელი, გაღიზიანდა და იქვე რესტორანში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მასპინძლებმა სიტუაცია განმუხტეს და უთხრეს, რომ ქორწილი დაეტოვებინათ. ამის შემდეგ კი მკვლელმა სახლში მიაკითხა. ღამე ჩუმად გამოიყვანა და დანით მოკლა“,-ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

37 წლის მამაკაცი მეზობლისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×