რეზონანსი
30.08.2022

ზელენსკის გეგმამ იმუშავა - ევროკავშირი აპირებს, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი გააუქმოს, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით, ათჯერ შეამცირებს - ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, ხერსონის აღების შემდეგ, უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა.

„ზელენსკის გეგმამ იმუშავა - ევროკავშირი აპირებს, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი გააუქმოს, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით, ათჯერ შეამცირებს. ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ჩეხეთმა ვიზების გაცემა უკვე პრაქტიკულად გააუქმეს. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად საქართველოში ჩამოვა.

ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი მორალი და მოტივაცია ძალიან მკვეთრად გაიზრდება. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის მხარეს გადასულ თანამდებობის პირებს ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ. მათ შორის, გუშინ უკრაინის პარლამენტის მტრის მხარეს ღიად გადასული ერთადერთი დეპუტატი კოვალიოვი მოკლეს. ასევე, პოლიციის უფროსი და რაიონის ხელმძღვანელი.

რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ. ყოველ შემთხვევაში, გულის წვეთები მოიმარაგონ,“ - წერს სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×