რეზონანსი
30.08.2022

ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხმება სახალხო დამცველის კანდიდატზე. „ენჯეოები“ წარმდგენები ვერ იქნებიან, შეიძლება მათი კანდიდატი გაიზიაროს რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა და წარადგინოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ისინი ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„როდესაც ისინი არ მონაწილეობენ არცერთ სამუშაო შეხვედრაში, ამით ამ პროცესს აზიანებენ“, - აღნიშნავს იოსელიანი.

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ დღეს განაცხადა, რომ შეხვედრაზე დასწრებას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ გეგმავს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გიორგი ვაშაძემ უარყო. შეხვედრას არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები დასწრებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×