რეზონანსი
30.08.2022

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო თავის მეგობარ ორ ქვეყანას, უკრაინასა და მოლდოვას, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, რეფორმებით, დემოკრატიის ხარისხით ბევრად უსწრებს.

მდინარაძის თქმით, რაც უნდა უცნაური იყოს, ეს არის ფაქტი.

„იმ მეგობარმა ქვეყანამაც, რომელსაც დღემდე შენარჩუნებული აქვს ადგილი დსთ-ში, ანუ სტატუსი დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო. ჩვენ არ და ვერ მივიღეთ, რაც სულ მცირე უცნაურია. ამ შეფასებას არ გავცდეთ, თუმცა ამის მიზეზები თქვენც კარგად იცით, ჩვენც კარგად ვიცით, საზოგადოებამაც კარგად იცის და შეიძლება, ბევრი ლაპარაკიც არ იყოს საჭირო.

მოხდა ასეთი უცნაურობა და პარადოქსი, როცა დსთ-ს წევრი ქვეყანა დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით სარგებლობს, ხოლო რეფორმებისა და დემოკრატიის ხარისხით მოწინავე ქვეყანამ, რომლის მმართველმა გუნდმა ევროპული კურსის ურყეობის შესახებ კონსტიტუციაში ჩაწერა, სტატუსი ჯერ ვერ მიიღო. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველამ იცის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×