რეზონანსი
30.08.2022

"საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია და ამას სტრასბურგში დავამტკიცებთ" - ამის შესახებ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ საუბრობს. ამბობს, რომ უწყებაში ჩვენება მისცა მამამისის დაკავებასა და ოჯახის წევრების ციხეში შესვლაზე.

კითხვები იყო სტანდარტული, ანუ როგორ მოხდა, როგორ ჩატარდა ეს უღირსი სპეცოპერაცია ჩვენთან სახლში. რა დარღვევები იყო, რა იკადრეს, რეები გააკეთეს და ასევე, რა დღეს მომიწია მე ციხეში შესვლა მამაჩემთან, როგორ შევედით... მოლოდინი, რომ არ მოგატყუოთ, არ მაქვს იმის, რომ ობიექტურად წავა გამოძიება და საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეალურად გამოიძიებს რამეს. ეს მაინც დამოკიდებულია ზემოდან რა დავალება ექნება. რაც არ უნდა გამომძიებელმა მოინდომოს და ვთქვათ, ნებისმიერმა თანამშრომელმა, რომ ობიექტურად წაიყვანოს, კეთილი ნება თუ არ იქნება, ეს გამორიცხულია. ეს ყველაფერი არის შეთითხნილი საქმე თავიდან ბოლომდე, რასაც ჩვენ სტრასბურგში დავამტკიცებთ, - ამბობს ნიკა გოგაშვილი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×