რეზონანსი
13.09.2022

ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ მისი თავდადებით და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს“, – წერს ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×