რეზონანსი
13.09.2022

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი გააუქმა და ერთი პირი დამნაშავედ ცნო.  საუბარია არასრულწლოვანის  გაუპატიურების ბრალდებაზე

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული  გააუპატიურა.   

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა,  სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა." ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×