რეზონანსი
13.09.2022

12 პუნქტის ირგვლივ ყველა სამუშაო ჯგუფში მუშაობა იყო უაღრესად საქმიანი და პროაქტიული. ფაქტობრივად თითოეული მიმართულებით ხელშესახები პროგრესია და ეს პროგრესი უზრუნველყო იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ სამუშაო ჯგუფებში შექმნა ისეთი გარემო, სადაც, თითოეული სუბიექტის პოზიციები იყო მოსმენილი და უმეტესი მათგანი გაზიარებულიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს სამუშაო პროცესი ასევე იყო ინკლუზიური.

„ფაქტი არის, რომ ეს სამუშაო პროცესი იყო ინკლუზიური, იმიტომ რომ რეკომენდაციების სრული პაკეტის გათვალისწინება მოხდა. ინკლუზიურობის ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი ზუსტად ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ავტორები რა საკითხსაც სვამენ პროცესის დროს, რამდენად ხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება საბოლოო ჯამში. მე არ გამკვირვებია, რომ ზოგიერთმა ამ სუბიექტმა, ვინც თითქოს ადამიანის უფლებებს იცავს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, 2020 წლის ეუთო/ოდირის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა საარჩევნო პროცესებზე მისაწვდომობას ავალდებულებდა სახელმწიფოს, არცერთი რეკომენდაცია და წინადადებაც კი არ წარმოგვიდგინა და ამ ნაწილს, ასე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა, როცა ჩვენ კონკრეტული ხედვა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ეს ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა. ამის მერე კიდევ რომ გამოდიან და ინკლუზიურობაზე აკეთებენ შენიშვნებს, ვფიქრობ ღიმილისმომგვრელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება ხედავს ვინ, რა პასუხისმგებლობით, ან, უპასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესებს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×