რეზონანსი
06.10.2022

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის" კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ჯანაშიას განცხადებით, „სააკაშვილი სიკვდილის პირასაა".

„ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის", - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×