რეზონანსი
08.10.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში" ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არ ინტერესდება „ნაციონალურ მოძრაობაში" რა დინებებია.

„ერთი რამ არის ცხადი და აშკარა, შიდა დაპირისპირებაა და ისინი ამას საჯაროდაც არ ერიდებიან. ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან და ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები „ნაციონალურ მოძრაობაში" რა დინებებია, ვინ, ვის, რატომ ებრძვის, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია, გავაკეთოთ ჩვენი საქმე, უამრავი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×