რეზონანსი
12.10.2022

პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე", რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა აღმოაჩინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

ნავთობსადენის პოლონური ოპერატორის PERN-ის განცხადებით, გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს გასულ საღამოს.

გაჟონვის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

„ამ ეტაპზე, PERN-ის ყველა სამსახური იღებს ზომებს ამ ტიპის სიტუაციისთვის გათვალისწინებული ალგორითმების შესაბამისად", - ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.

როგორც „როიტერი" წერს, ჩეხეთის ოპერატორ MERO-ში განაცხადეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ნავთობსადენის ნაკადზე ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.

რამდენიმე კვირის წინ, გაჟონვა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 1" და ჩრდილოეთის ნაკადი 2" გაზსადენებზე, რაშიც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე გაჟონვის მიზეზად საბოტაჟს ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×