რეზონანსი
12.10.2022

"სახლი 2" - ქურდი ოკუპანტი, რომელმაც უკრაინელს კამერა მოპარა, ტრანსლაციას საკუთარი სახლიდან ისევ უკრაინაში, ძველ მეპატრონესთან ახდენს.

კერძოდ, ქალაქ ლიმანის ოკუპაციის დროს, ოკუპანტმა სამხედრომ ადგილობრივი მცხოვრების სახლიდან ვიდეოსათვალთვალო კამერა მოიპარა და ბურიატაში, საკუთარ სახლში დაიდგა.

თუმცა, ოკუპანტს კამერის გადაწყობაზე არც უფიქრია, შესაბამისად, ტრანსლაცია ისევ უკრაინაში ხდება და ტექნიკის უკრაინელი მეპატრონე ახლა ქურდი ოკუპანტის ყოველდღიურ ცხოვრებას ონლაინ რეჟიმში უყურებს.

ინფორმაციას ბლოგერი იან გორდიენკო ინსტაგრამზე ავრცელებს. სწორედ მისი მეგობრის სახლიდან მოიპარეს აღნიშნული კამერა. გორდიენკომ მეგობრის მიერ გაგზავნილი "სქრინშოთებიც" გამოაქვეყნა, სადაც ჩანს საცვლებიანი ოკუპანტი, ასევე როგორ სვამენ ჩაის ის და მისი ცოლი და სხვა ყოველდღიურობა.

ვიდეოსათვალთვალო საშუალების მფლობელი კი ხუმრობს, რომ ახლა უკვე საკუთარი „რეალითი შოუ" აქვს და მის სახელწოდებასაც არჩევს თუ რა დაარქვას - „მოპარული რეალობა", „დიდი ორკი" თუ „უკანასკნელი ბურიატი".

წყარო: mtavari.tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×