რეზონანსი
22.10.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს ხორბლით დატვირთული 150 გემის გასვლას უკრაინის ნავსდგურებიდან.

„ხორბლის ექსპორტის ინიციატივის მიმართულებით, მიმდინარე კვირას მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა. მტერი ყველაფერს აკეთებს, რათა შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. მივიჩნევ, რომ ამ მოქმედებით რუსეთის სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრიზისს, რადგან ის ისეთი მწვავე გახდეს, როგორც წლის პირველ ნახევარში იყო. დღეისთვის 150 გემია რიგში, მათ პრობლემები აქვთ, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს მათ გადაადგილებას. ჩვენი პარტნიორები - გაერო, თურქეთი და სხვები სრულად არიან ინფორმირებულები შექმნილი ვითარების შესახებ. მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების განმავლობაში, უკრაინამ სამ მილიონამდე ტონა სურსათის ექსპორტი ბოლომდე ვერ განახორციელა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×