რეზონანსი
31.10.2022

ევროკომისიამ 100 მლნ ევრო გამოუყო 7 წევრ სახელმწიფოს - მათ, ვინც უკრაინიდან ყველაზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აღნიშნული დაფინანსება განკუთვნილია შიდა საქმეებისთვის და მიმართულია პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას მხარდაჭერაზე.

ქვეყნებს ამ რესურსის გამოყენება უკრაინიდან ლტოლვილებისთვის დახმარების გასაგრძელებლად შეეძლებათ. ეს კი მოიცავს საკვებით უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფას.

"ევროკომისიამ კიდევ 100 მლნ ევრო გამოყო 7 წევრი ქვეყნისთვის, რომლებიც ლტოლვილთა დიდ რაოდენობას მასპინძლობენ. გადაწყვეტილება 9 აპრილს გლობალური საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ მიიღეს, რომლის დროსაც ევროკომისიამ აიღო ვალდებულება 400 მლ ევრომდე გამოყოს უკრაინიდან ლტოლვილების მხარდასაჭერად", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული პაკეტის პირველი ტრანში ევროკომისიამ მაისში გამოყო, რომელიც 248 მლნ ევროს მოცავდა და ხუთ ქვეყანაზე გადანაწილდა: პოლონეთზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×