რეზონანსი
31.10.2022

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ჯარების რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონიდან გაყვანის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში გამართულ შეხვედრაზე.

„უმაღლეს დონეზე დადებული შეთანხმებების საპირისპიროდ, აზერბაიჯანის ჯარებს ჯერ არ დაუტოვებიათ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა მთიან ყარაბაღში. იმედი მაქვს, დღევანდელი დისკუსიების შედეგად ეს საკითხი მოგვარდება", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

„რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესს, დელიმიტაციაზე მუშაობის დაწყებას, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამას წინ უნდა უძღოდეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მექანიზმების შექმნა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე. რუსეთის პოზიცია იყო, რომ დელიმიტაციის კომისიის ფორმირება და მისი მუშაობა საზღვრის უსაფრთხოების მექანიზმად იქცევა", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×