რეზონანსი
31.10.2022

მოლდოვამ რუსი დიპლომატი, ლეგ ვასნეცოვი ქვეყნიდან გააძევა. გადაწყვეტილება მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ მიიღო.

"დადასტურდა, რომ მეზობელი ქვეყნის სარაკეტო თავდასხმები იწვევს უსაფრთხოების რისკების შემდგომ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სულ უფრო მეტად განიცდიან ომის კატასტროფულ შედეგებს", - წერია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×