რეზონანსი
31.10.2022

ახლა დროა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, - განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში გამართულ შეხვედრაზე.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პირად როლს ამ საკითხში. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ცოტა მოგვიანებით შედგება, არ იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა. ტქვენი ინიციატივით ასეთი შეხვედრები იმართებოდა და ვხედავ, რომ ძალიან კარგ ბიძგს აძლევდა ნორმალიზების პროცესს", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა წამოაყენა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს.

„ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა. ის ორი წლის წინ მოგვარდა, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი პრაქტიკულად არაფერია. ხოლო აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზება არის ფორმატი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×