რეზონანსი
31.10.2022

გასაოცარი რეკომენდაცია იყო ჩემთვის როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისთვის როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არჩეულ დეპუტატებზე და არჩეულ საკრებულოზე ამბობს, რომ ისინი უნდა წავიდნენ სახლში და ცენტრალური ხელისუფლება თურმე უნდა ჩავიდეს და მიხედოს იქ ადგილობრივ თვითმმართველობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ლეგიტიმური ორგანოს დაშლას, მის გაუქმებას მითუმეტეს, საკრებულო გააგრძელებს კანონმდებლობის თანახმად საქმიანობას", - განაცხადა თალაკვაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და „სამართლიანი არჩევნები" სენაკის საკრებულოს წინააღმდეგ - მესამე სექტორის ნაწილი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობა, რომელშიც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" ჰყავს, უკანონოა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×