რეზონანსი
31.10.2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×