რეზონანსი
31.10.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც ხედავს, შეხვედრის მიზანია 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება.

პუტინის თქმით, მადლიერია ალიევის იმ შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.

ვლადიმერ პუტინის განმარტებით, დღეს კი, უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად.

„მადლობა, რომ ჩამოხვედით სოჭში. როგორც ვხედავ, ამ შეხვედრის მიზანი არის 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში და ახლა ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი საკუთარ მისიას ასრულებს, როგორც უნდა აკეთებდეს. თქვენი შეფასებებისთვის მადლიერი ვარ. დღეს კი უნდა ვისაუბროთ არსებულ სიტუაციაზე და გამოვნახოთ გზები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×