რეზონანსი
07.11.2022

რაც დამოუკიდებლები ვართ, იყო ერთ-ერთი მძიმე დღე. ასეთი შეურაცხყოფილი, როგორც 7 ნოემბერს ვიყავი საკუთარი სახელმწიფოსგან, იშვიათად მახსენდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირადად მისთვის 7 ნოემბერი უახლესი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი შავი დღეა.

„ეს არ იყო შეცდომა. ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული და დარბევა საკუთარი მოსახლეობის და დალეწვა და დაწიოკება ტელეკომპანიის. მთელი ამ ისტორიის შემდეგ ერთი ნორმალური ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მაშინდელი მმართველი პარტიისგან, პრეზიდენტისგან. პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი შავი დღე რაც კი გამომივლია თანამედროვე საქართველოში, ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ - იყო ერთ-ერთი მძიმე დღე. ასეთი შეურაცხყოფილი, როგორც 7 ნოემბერს ვიყავი საკუთარი სახელმწიფოსგან, იშვიათად მახსენდება", - განაცხადა ელისაშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში" - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში" შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×