რეზონანსი
07.11.2022

კაცი, რომელმაც ორსულ ცოლზე ფიზიკურად იძალადა სასამართლომ გაამართლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ  ხაშურში მამაკაცმა ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა დაზარალებულმა უარი თქვა ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

"დაახლოებით18:30 საათზე ქალაქ ხაშურში მდებარე ბენზინგასამართ სადგურის ტერიტორიაზე, გ.გ-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, წინასწარი შეცნობით, ორსული ქალის მ.ტ-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ხელი გაარტყა სახის არეში. გ.გ -ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი" , – წერია საქმის მასალებში

საქმე მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ბრალდებული  სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×