რეზონანსი
07.11.2022

მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, - ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე.

„ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნებს მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, კერძოდ ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, ეს გულისხმობდა ეროვნული სტრატეგიების შემუშავებას ჩვენი ვალდებულებებისთვის და ახლა საუბარია მათ პატივისცემაზე - ეს არის ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას გულისხმობს", - განაცხადა მაკრონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×